Monday, November 5, 2012

ყველაზე აქტუალური თემა:სამყაროს აღსასრული


ნუთუ დაგავიწყდათ, რომ ამ წელს მთავრდება მაიას კალენდარი და გველოდება საშინელი აღსასრული? აპოკალიფსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიზეზია პლანეტა ნიბირუ, რომელიც დედამიწას უნდა დაეჯახოს. ზოგჯერ მას პლანეტა X-ში ურევენ.
NASA-ს უკვე ძალიან მობეზრდა, რომ უფოლოგები, პანიკიორები, ტროლები, ცხელ-ცხელის მოყვარულები და უბრალო სპამერებიც კი მის მეცნიერებს აცხადებენ წყაროდ და ამიტომაც გააკეთა განცხადება, რომ ოახლოეს მომავალში დედამიწას არ ელოდება განადგურება ზემოთ ხსენებული ობიექტებისაგან. უფრო მკაცრად რომ ვთქვათ ასეთი ობიექტები არ არსებობენ.
სიგიჟის ეს ისტორია იქიდან დაიწყო, რომ 1976 წელს ზაქარია სიტჩინმა გამოაქვეყნდა წიგნი “მეთორმეტე პლანეტა”, რომელშიც განათავსა შუმერული ტექსტის თავისი თარგმანი, რომელშიც თითქოს ნახსენებია პლანეტა ნიბირუ, რომელიც მზეს ყოველ 3 600 წელიწადში ერთხელ უახლოვდება. რამოდენიმე წლის შემდეგ თვითმარქვია მედიუმმა ნენსი ლიდერმა განაცხადა, რომ ის კონტაქტში შევიდა უცხოპლანეტელებთან, რომლებმაც ის გააფრთხილეს, რომ პლანეტა დედამიწას 2003 წელს შეეჯახებოდა. როცა ეს არ მოხდა აპოკალიფსის თარიღი 2012 წლამდე გადაწიეს – რომელიც მაიას კალენდარის თანახმად დიდი პერიოდის დასასრულია.
შემდეგ უკვე 210 წელს, ასტრონომებმა აღმოაჩინეს ელენინის კომეტა (C/2010 X1) რის შემდეგაც უფოლოგებმა თქვეს, რომ ესაა ზუსტად ის დამღუპველი პლანეტა. კომეტა თუ პლანეტა – რა მნიშვნელობა აქვს ! იმის მაგივრად, რომ დედამიწას დაჯახებოდა ეს ობიექტი ზედმეტად მიუახლოვდა მზეს და გაიხლიჩა რამოდენიმე ფრაგმენტად.
თუმცა უფოლოგები არ დანებდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა გამოთხარა Astrophysical Journal Letters-ის 1984 წლის ჟურნალებში სტატია სადაც საუბარი იყო რამოდენიმე ინფრაწითელი გამოსხივების წყაროზე, რომლებსაც არა აქვთ ანალოგი. მსგავსი შრომები ფართოდ არის გავრცელებული ასტრონომიაში, რომელსაც უფრო დეტალური გამოკვლევები მოყვება ხოლმე. რა თქმა უნდა მოგვიანებით გაირკვა, რომ უმრავლესობა ამ ობიექტებს შორის იყო შორეული გალაქტიკები და არა პლანეტები.
თვით ფაქტი, რომ პლანეტა იმდენად ექსცენტრიული ორბიტით შეიძლება არსებობდეს ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს. ის მზის სისტემის სერიოზულ დესტაბილიზაციას გამოიწვევდა და მიიღებდა საპასუხო დარყმასაც სხვა პლანეტებისგან, რაც შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.
ყველაზე მარტივი და გადამოწმებადი მოსაზრება ამისთანა პლანეტის არსებობის უარსაყოფად იმაში მდგომარეოს, რომ ობიექტი რომელიც 2012 წლის ბოლოსკენ უნდა დაეჯახოს დედამიწას, უკვე გამოჩნდებოდა შეუარაღებელი თავალითაც. მარტივი გამოთვლებიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ის უკვე უნდა გამოჩენილიყო აპრილში უფრო კაშკაშად ვიდრე ჩვეულებრივი ვარსკვლავები რომლის დანახვაც ქალაქის ციდან არის შესაძლებელი და უნდა ყოფილიყო ისეთივე კაშკაშა როგორც მარსი მის ყველაზე მქრალ ფაზაში.
უფოლოგები ამბობენ, რომ პლანეტა უკვე დიდი ხანია რაც ჩანს, უბრალოდ ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა აკრძალული, რათა არ მოხდეს პანიკა. თუმცა ძნელია ასობით ათასი ასტრონომის გაჩუმება. ასევე პროფესიონალებსაც თითქმის არ აქვთ მთავრობასთან არანაირი დამოკიდებულება გარდა სახელმწიფო უნივერსიტეტებისა. დევით მორისონმა NASA-ს ასტრობიოლოგიის ინსტიტუტიდან აღნიშნა, რომ უმრავლესობა ინფორმაციას იღებს დამოუკიდებელი ასტრონომებისაგან.
ასევე არსებობს უბრალო ხალხიც, რომელთაც შეუძლიათ აიხედონ ცაში.

ანტიკური ბერძნული ცივილიზაცია


ახალი სამარხები ეგვიპტეში


ირინა ცერცვაძის სიუჟეტი ამერიკის ხმიდან.

მაიას კალენდარი

მაიას ტომების უძველესი კალენდრის აღმოჩენა

Thursday, October 4, 2012

ძველი სამოსი ნაწ.3 (ავღნეთი)


1996 წლის სექტემბერში, როცა ქაბულში თალიბანის მმართველობა დამყარდა, რადიო ”შარიათმა” ყველა ავღანელისათვის სავალდებულო თექვსმეტი მითითება გამოაცხადა. ქვეყანაში ახალი ეპოქა იწყებოდა.
ქალებს ეკრძალებათ შილიფად ჩაცმა.
მძღოლებს არ აქვთ უფლება, თავდაუბურავ ან გამომწვევად შემოსილ ქალებს, რომლებიც თანმხლებინათესავი მამაკაცის გარეშე არიან, ტრანსპორტში ასვლის ნებართვა მისცენ. ყველას ვინც ასე მოიქცევა, დააპატიმრებენ. ქუჩაში შემჩნეული თავისუფლად ჩაცმული ქალის ქმარი დაისჯება და მათი სახლი გაიჩხრიკება…
ქალებს დამატებით სპეციალურად მოდური ტანისამოსით, მაკიაჟით, ჩადრის გარეშე სიარული სასტიკად ეკრძალებათ. მათ არ უნდა მიიქციონ სხვა ადამიანების ყურადღება. თავიდან უნდა აიცილონ საშიშროება იმისა, რომ ვიღაცამ ”ცუდი თვალით” შეხედოს. ურჩ ქალებს შარიათის კანონების მიხედვით დასჯიან და შეაჩვენებენ. მათთვის ყველა გზა ზეციური სასუფევლისკენ მოჭრილი იქნება!
კანონის დამრღვეევების საქმიანობას რელიგიური პოლიცია გამოიკვლევს, რომელთაც აღნიშნულის აღმოსაფხვრელად ყველანაირი ზომის გამოყენების უფლება აქვთ მინიჭებული.


მოდით, ვისაუბროთ ქართველ მუსლიმ ქალებზე…რას ფიქრობენ ისინი?მართლა ისეთი დაჩაგრულები არიან როგორც წარმოგვიდგენია? და საერთოდ…რა აზრისა არიან ყოველივესთან დაკავშირებით…
ერთერთი მათგანი ამბობს :,,ზოგიერთი ვერ იკავებს თავს და გისვამს საკმაოდ უხერხულ შეკითხვას, მაგრამ ეს მხოლოდ იმ ადმიანებისგან მოდის, ვისაც რწმენის არაფერი გაეგებათ. მეორეს მხრივ, მუსლიმანი ქალი სხვა ქალებისგან განსხვავებით დღევანდელ პერიოდში უფრო მეტად დაცულია, მას უფრო მეტად აღიქვამენ ქალად. დღევანდელ მსოფლიოში ხომ ყველა ცდილობს შეეწინაღმდეგოს ბუნებას და “დაამტკიცოს”, რომ ქალი და კაცი არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან, შინაგანად კი ყველამ კარგად იცის, რომ ეს ასე არ არის. მუსლიმან ქალს ღმერთის სამსახური უნარჩუნებს იმ სახეს, რაც მას ღმერთმა მიანიჭა, მასში სჭარბობს ქალური თვისებები, არ მოდის დისჰარმონიულობაში ბუნებასთან, ის თავისი არსებით არის ის ვინც სინამდვილეშია. რწმენით გაჯერებულ ქალს უკეთესად შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება. ის არ არის მატერიალისტი, მასში უფრო მეტი სულიერებაა, მისგან მოდის ის დადებითი მუხტი, რომლის ასეთი საჭიროებაც არსებობს დღეს. მას შესწევს უნარი აღზარდოს პატიოსანი, რწმენით გაჯერებული შვილები, უფრო მეტად შეუძლია თავი მიუძღვანს ოჯახს. მუსლიმ ქალს შეუძლია დაამტკიცოს, რომ XXI საუკუნეშიც შესაძლებელია იცხოვრო ისე, რომ გქონდეს შენი ფასეულობები და არ აკეთო ის, რასაც სხვა ყველა აკეთებს. ის სიწმინდის, პატიოსნების, თავმდაბლობის, ქალურობის განსახიერებაა. მას არ სჭირდება თავის დაცვა, იმიტომ რომ მას რწმენა იცავს .“

ძველი სამოსი ნაწ.1 (იაპონია)


რითია ცნობილი იაპონია თუ არა მისი უნიკალური შესამოსელით – კიმანოთი, რომელიც საუკუნეების წინათ და ახლაც, ამ ქვეყნის საუკეთესო სავიზიტო ბარათია.
თავდაპირველად იაპონელებმა ჩინელების ეროვნული ტანისამოსიდან – ”ჰანფუდან” აიღეს მაგალითი, ხოლო ჰეიანის ეპოქაში კი კიმანომ უკვე თანამედროვე სახე მიიღო. თუ დაკონკრეტებაა საჭირო, გეტყვით, რომ კიმანო იაპონიის ნაციონალურ სამოსად 794 წლიდან იქცა.
როგორც წესი, მიღებული იყო კიმანოს ერთი, სტანდარტული ზომით კერვა. თუ იგი ადამიანს არ მოერგებოდა, მას თავად უნდა მოეგვარებინა მისი გადიდება-დაპატარავების საკითხი, ამასთან სამოსი მოფრთხილებას საჭიროებდა, რადგან მისი კერვა ხელით ხდებოდა და ამიტომაც, ერთობ ძვირადღირებული სიამოვნება გასლდათ. ცნობილია, რომ კიმანოს კერვის პროცესი იაპონელებისთვის რიტუალია და მაშინ, როდესაც ლამაზ ორნამენტებით ქარგავენ სამოსს, ისინი სულიერ სამყაროს იმდიდრებენ.
საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იაპონელებმა ქსოვილის მოხატვის ხელოვნება კორეელებისაგან და ჩინელებისაგან ისწავლეს და მხოლოდ მერვე საუკუნეში დაიწყეს სამოსის საკუთარი მეთოდით შექმნა. კიმანოს მთავარ ატრიბუტებს – ობი და გეტა შეადგენენ. ობი ქამარია, რომელსაც იაპონელები თეძოზე მჭიდროდ იხვევენ და შემდეგ ბაფთით კრავენ, გეტა კი ფეხსაცმელი, იგივე სანდლები და მათი მარჯვენა თუ მარცხენა ცალის გარჩევა, თურმე შეუძლებელია.
კიმანოს ჩაცმა მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული და როგორც წესი, ამ პროცედურას მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ უმკლავდება ხოლმე. შესაძლოა სწორედ ამიტომ არჩიეს იაპონელებმა თანამედროვე, ევროპული სამოსი და კიმანოების ეპოქა წარსულს მიაბარეს, თუმცა საქმე არც ასეა, იაპონელი ერი ტრადიციების მოყვარულია და საუკუნეების მონაპოვარს მარტო ისტორიას არ უნახავს.

მაიას ცივილიზაცია ნაწ.2


კუკულკანი – უზენაესი ფრთოსანი გველი. შესაძლოა, ქარის ღმერთი.
აჰ პუჩ (იუმ კიმილ) (Ah Puch (Yum Cimil)) – სიკვდილის ღმერთი.
ჩაქი – წვიმის ღმერთი – წვიმა და ელვა.
იშჩელი – მშობიარობის, წამლობისა და ქსოვის ხელოვნების მფარველი ქალღმერთი.
ჰუნ-ჰუნაჰპუ – მაიას გმირი ტყუპების მამა. შესაძლოა, კლასიკური პერიოდის მაიას სიმინის ღვთაებაც.
მაიას გმირი ტყუპები – კიჩე მაია უწოდებდა მათ ჰუნაჰპუსა და იშბალანკეს, კიჩეს უნიკალური დოკუმენტის – პოპოლ ვუს ორი ცენტრალური ფიგურა, რომლებიც ფიგურირებენ კლასიკური პერიოდის მაიას (ძვ . წ. 200-900) ხელოვნებაშიც.
იშტაბი (Ixtab) – მაიას თვითმკვლელობის ქალღმერთი.
კინიჩ აჰაუ (Kinich Ahau, Ahau Kin) – მაიას მზის ღმერთი. გამოისახებოდა, როგორც ცეცხლის ჩიტი. იგი როგორც იცამნას მამა, ისევე მისი სახესხვაობაა. ბევრ მსგავსებას ავლენს აცტეკების კეცალკოატლთან.
Yum Kaax – (’ტყეების ბატონი’) – ვიწრო გაგებით, მაიას სიმინდის ღვთაებაა, ფართო გაგებით კი – მიწათმოქმედებისა. თავისი ახალგაზრდული გარეგნობით იგი შესანიშნავი მამაკაცური სილამაზის განსახიერებაა. აგრეთვე ცნობილია, როგორც მაიას მითოლოგიის ღმერთი E.
იუმილ კაშობ (Yumil Kaxob) – მესოამერიკის ზოგიერთ ნაწილში, მაგალითად იუკატანში, სიმინდის ღმერთი ფლორის ღვთაებასთან, იუმილ კაშობთანაა გაიგივებული. იგი გამოსახულია სიმინდის თავსაბურავით და დახვეული ზოლით ლოყაზე. სიმინდის ღვთაება, თავისი სიყმაწვილის გამო, განირჩევა სხვა ღმერთებისგან, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მარტოდმარტო იგი სრულიად უძლურია. მისი ბედნიერება/უბედურება დამოკიდებულია წვიმასა და გვალვაზე. წვიმის ღმერთი იცავს მას, სიკვდილის ღმერთის მიერ მოვლენილი გვალვისა და შიმშილობის პერიოდში კი იტანჯება.
აჰ კინ (Ah Kin) – მაიას მზის ღმერთი, რომელიც მართავს გვალვასა და ავადმყოფობას. მისი სახელი ნიშნავს ”ის მზისაა”.
აჰაუ ჩამაჰეზ (Ahau Chamahez) – მედიცინის ღმერთი.
Ahmakiq – მაიას მიწათმოქმედების ღმერთი. იგი იცავს მოსავალს ქარიშხლისაგან.
Ak Hushtal (Akhushtal) – მაიას მშობიარობის ქალღმერთი.
ბაკაბები (Bacabs) – მაიას მითოლოგიაში, ოთხი მფარველი ღმერთი, იცამნასა და იშჩელის შვილები. ისინი არიან გიგანტები, რომლებიც იკავენებ ზეცას, რათა არ ჩამოვარდეს და ასრულებენ ცის საყრდენის ფუნქციას. ბაკაბები განლაგებულნი არიან კომპასის ოთხ ძირითად მხარეს: კაუაკ (Cauac) შეესაბამება სამხრეთს და მისი ფერია – წითელი; იშ (Ix) შეესაბამება დასავლეთს და მისი ფერია – შავი, კან (Kan) – აღმოსავლეთი, ყვითელი და მულაკ (Mulac) – ჩრდილოეთი, თეთრი. ოთხი მიმართულება და მათი შესატყვისი ფერები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ მაიას რელიგიასა და კალენდარულ სისტემებში.
Cit Bolon Tum – მაიას მედიცინის ღმერთი.
კიზინი (Cizin, Kisin) – იუკატეკური მაიას სიკვდილის ღმერთი. იგი ცეცხლით წვავს გარდაცვლილთა სულებს მაიას ქვესკნელში, მეტნალში.
გუკუმაცი (Gukumatz) – ფრთოსანი გველი, მაიას ზეცის ღმერთი. ერთ-ერთია იმ შვიდი ღვთაებიდან, რომლებმაც შექმნეს მსოფლიო და ადამიანები.
Huracan – (ნიშნავს ’ცალფეხას’), ძველი მაიას ქარისა და შტორმის ღმერთი. იგი შემქმნელი ღვთაებაა, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ცხოვრობდა ნისლებში და, ქარის ფორმით, ჩამოწოლილი იყო პირველყოფილ წყალდიდობაზე, განუწყვეტლივ იმეორებდა სიტყვას ’მიწა’, სანამ მყარი მსოფლიო ამოიზიდებოდა ზღვებიდან. როდესაც ღმერთები პირველ ადამიანებს განურისხდნენ, მან მოავლინა წარღვნა და გაანადგურა ისინი. სწორედ მისი სახელისგან წარმოიშვა სიტყვა ’ურაგანი’.
Ekahau – მოგზაურებისა და ვაჭრების მფარველი ღმერთი.
იცამნა (Itzamna) – მაიას კულტურის დამაარსებელი. მან მოუტანა მის ხალხს სიმინდი, კაკაო და ასწავლა მათ დამწერლობა, წამლობა და კალენდრების გამოყენება. როგორც კულტურის შემომტანი, იცამნა მაიას იმპერიის მთავარი ღმერთი გახდა. როგორც მთვარის ღმერთი, იგი ღამეს მართავს. იცამნას სხვაგვარად ’ღმერთ D-ს’ უწოდებენ და ’ცოდნის ბატონის’ ტიტულს ატარებს. იგი ჰუნაბ კუს ვაჟი, იშჩელის მეუღლე და ბაკაბების მამაა. მისთვის დამახასიათებელი აღკაზმულობა მოიცავს გველსა და ორკარედ ნიჟარას.
Kan – U – Uayeyab – ქალაქების დამცველი ღმერთი.
Kinich Kakmo – მაიას მზის ღმერთი. სიმბოლურად გამოხატავდა მაკაუ.
შიბალბა (Xibalba) – მაიას მითოლოგიაში, გარდაცვლილების სამეფო. ციცაბო გზა, რომელიც ქვესკნელამდე მიუყვება, მეტად სახიფათოა: იქ ნიაღვრებია, გვერდებიდან უფსკრუკლები ესაზღვრება და დაფარულია ეკლებით. ეს ის ადგილია, სადაც ბოროტი დემონები ცხოვრობენ, რომლებმაც გაბედეს ღმერთების ბრძოლაში გამოწვევა.
მიტნალი (მეტნალი) – მაიას გარდაცვლილების სამეფო. იგი ქვესკნელის მეცხრე და ყველაზე დაბალი საფეხურია: სამარადისო სიცივისა და წყვდიადის ადგილი. აქ აგზავნიან იმ ადამიანების სულებს, რომლებმაც ცუდი ცხოვრებით იცხოვრეს. მიტნალის მმართველია ჰუნჰაუ (რომელიც, სავარაუდოდ აჰ პუჩის სახესხვაობაა).
Muan – სიკვდილის ღვთაება, აჰ პუჩის მაცნე დემონი, ცუდის მომასწავლებელი ფრინველი, ბუ. მაიას სწამს, რომ ბუს დაკივლება ახლომახლოს მცხოვრები ადამიანის სიკვდილს მომასწავლებელია.
Nacon – მაიას ომის ღმერთი.
ეკ ჩუა (Ek Chuah) – მაიას სასტიკი და ძალადობისმოყვარე ომის ღმერთი, დაცემული მებრძოლების მოკავშირე. იგი აგრეთვე ვაჭრების მფარველია, ამის მიმანიშნებელია მისთვის დამახასიათებელი, წელზე მოკიდებული, სხვადასხვაგვარი საქონლით სავსე ტომარა. ეკჩუა გამოისახებოდა, როგორც შავკანიანი კაცი, შავად შეღებილი თვალით, დაკიდებული ქვედა ტუჩითა და მორიელის კუდით. ასევე ცნობილია, როგორც ‘ღმერთი M’. მისი სახელი ნიშნავს ’ომის შავ ბელადს’.
ტაშჩე (Taxche) – ზეციური ხე, რომლის ქვეშაც წმინდა სულები მარადიულ განცხრომაში არიან.
ბულდოზერმა თუ ექსკავატირმა მიწიდან ამოაგდო მრგვალი, ბარელიეფის მაგვარი მოჩუქურთმებული ქვა.

ძველი სამოსი ნაწ.2 (ეგვიპტე)

                        ეგვიპტელთა მოდა


მოდით გადავუხვიოთ თემას და ვნახოთ როგორი იყო ძველი ეგვიპტელთა ჩაცმულობა, როგორ გამოიყურებოდა ქალი და მამაკიაცი ნაციონალურ ტანსაცმელში.

ინდიელთა ტომების აღწერა



ინდიელები


ინდიელებზე ჩვენი წარმოდგენა ხშირად გამუქებული და რომანტიულია და არ ემთხვევა რეალობას. კინოფილმებიდან და ინდიელების შესახებ წაკითხული წიგნებიდან ვიცით, რომ ისინი ხის ტოტების ან ლერწმისგან აგებულ, გუმბათისებურ ქოხში ცხოვრობენ, რომელსაც ვიგვამს უწოდებენ და ბუმბულებით მორთული ტყავის ტანისამოსი აცვიათ. თუმცა, თანამედროვე ინდიელები ჯინსებსა და მაისურებში იმოსებიან და ეროვნულ სამოსს მხოლოდ იშვიათად, დღესასწაულების დროს თუ გაიხსენებენ.
ახალი ტომის ცხოვრება ძველი ტრადიციების მიხედვით მით უფრო საინტერესოა, რომ სხვადასხვა რეზერვაციაში მცხოვრებმა ინდიელების უმრავლესობამ მამაპაპური ტრადიციები უკვე დაივიწყა და ეს არ გამოხატულა მხოლოდ ჯინსებისა და მაისურების მორგებაში. ტრადიციების ასე თუ ისე მიმდევართა შორის არიან აპაჩების, ხოპის, ნავახოსა და ზუნის ტომის ინდიელები. მათ პომიდორი, სიმინდი, გოგრა და სხვა საკვები თავად მოჰყავთ. თამბაქოს მხოლოდ ლოცვის დროს აბოლებენ. მათი აზრით, სულ სხვა სამყაროში ვიცხოვრებდით, თეთრკანიანებს ყოველი მოწევის დროს რომ ელოცათ.
ქალები ობობა-ქალის სულს ეთაყვანებიან, რომელმაც, ლეგენდის თანახმად, მათ ქსოვა და კერვა ასწავლა. ობობა და ობობას ქსელი ინდიელებისთვის საფიცარია, მათ ქსელის ამულეტებიც კი აქვთ. მაგალითად, “სიზმრების ხაფანგი”, რომელსაც ფანჯრის რაფაზე კიდებენ, სახლში ბოროტი ძალები რომ არ შეიჭრან და მძინარეს სიმშვიდე არ დაურღვიონ.
სხვადასხვა ტომის წარმომადგენლები ერთმანეთს ყოველწლიურ დღესასწაულზე – “პაუ ვაუზე” ხვდებიან და მძივებით, ბუმბულებით გალამაზებულ ტანისამოსში გამოწყობილები ტრადიციულ ცეკვა-თამაშობებს მართავენ.

გერმანული უძველესი ტომები


ძველი ტომები

დადებული სურათი
გეპიდები – გერმანული ტომების ჯგუფი, სავარაუდოდ გოთებთან მონათესავე. სიტყვა “გეპიდი” წარმოიშვა, გოთური ან გეპიდური სიტყვისგან “გეპანტა” – “ზარმაცი”. გეპიდები, გოთებთან ერთად დაიძრნენ სკანდინავიის ნახევარკუნძულიდან მდინარე ვისლის ნაპირამდე. სამი გემიდან ერთ-ერთი, რომელზეც იყვნენ გეპიდები, გზაში შეფერხდა და ნაპირამდე ბოლოს მიცურდა, ამიტომ მათ “ზარმაცები” უწოდეს.
II საუკუნეში, გეპიდები გადმოსახლდნენ სკანდინავიიდან, ბალტიის ზღვის სამხრეთით, საიდანაც განდევნეს ბურგუნდები. შემდეგ მათ დაიწყეს გადაადგილება სამხრეთ-აღმოსავლეთით და 210 წელს დაკიაში დასახლდნენ. გეპიდების გადაადგილებას სამხრეთით ხელმძღვანელობდა მეფე ფასტიდა. მან ბრძოლებით გაატარა თავის ტომი ბურგუნდების მიწებზე და შეხვდა წინააღმდეგობებს, როგორც მდინარე ვისლას სანაპიროებზე, ისე კარპატის მთიანეთში, სადაც მრავალრიცხოვანი ვენეტები სახლობდნენ.
გეპიდების პირველი შეტაკება რომაელებთან მოხდა 269 წელს, სადაც რომის იმპერატორმა კლავდიუს II-მ, ნაისთან ბრძოლაში მთლიანად გაანადგურა გერმანული ტომების გაერთიანება (გოთები, გერულები, პევკინები, გეპიდები), რომლებიც ქვემო მეზიაში, თრაკიასა და მაკედონიაში იყვნენ შემოჭრილები.
იმპერატორ პრობუსის ჯართან შეტაკების შემდეგ, როგორც თავად იმპერატორის ბიოგრაფი მოგვითხრობს, გეპიდების ნაწილი, ვანდალებთან და ოსტგოთებთან ერთად გადასახლდა იმპერიის ტერიტორიაზე, მდინარე დუნაის სამხრეთით. გეპიდების ლაშქრობები ჩრდილოეთ დაკიიდან, დაკავშირებული იყო მათ მისწრაფებაზე სამხრეთისაკენ. გოთებთან წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ ქალაქ გალტასთან 290 წელს, გეპიდები ისევ იძულებულები გახდნენ თავის სამშობლოს დაბრუნებოდნენ.
გეპიდები – ერთადერთი გერმანული ტომი, რომლებიც აღმოსავლეთით წავიდნენ. ტერიტორიები, რომლებიც გეპიდებმა დაიკავეს მოახერხეს მეფე არდარიხის წყალობით.
გეპიდების სამეფოს საზღვრები, ისტორიკოს იორდანს სამჯერ აქვს აღნიშნული :ერთხელ, როდესაც სკვითიას აღწერდა, მეორედ, როდესაც ძველ დაკიას აღწერდა და იმ მიწების აღწერისას, რომლებიც დროებით ვანდალებს ეკავათ.
გეპიდებს ემეზობლებოდნენ: აღმოსავლეთით – როქსოლანები, დასავლეთით – იაზიგები, ჩრდილოეთით – სარმატები და ბასტარნები. იორდანი მოგვითხრობს, ვანდალების მიერ გეპიდების დროებით დაპყრობაზე და მეზობლებად სულ სხვა ტომებს აღწერს: “აღმოსავლეთით ცხოვრობდა გოთი, დასავლეთით – მარკომანი, ჩრდილოეთით – გერმუნდოლი”.
პროკოპი კესარიელი აღწერს იმას, თუ ზუსტად სად მდებარეობდა გეპიდების სამეფო. გოთებთან გაცლის შემდეგ, მათ დაიკავეს დაკია. შემდეგ მოახერხეს დაეპყროთ სირმიუმის და სინგიდუნუმის მიმდებარე ტერიტორიები და დაიკავეს ეს ქალაქებიც.
პროკოპი წერს გეპიდების შესახებ: “მათ აიღეს ქალაქი სირმიუმი და თითქმის მთელი დაკია”. სირმიუმი მდებარეობს დაკიის საზღვართან, უფრო სწორედ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი დაკიის საზღვარს უერთდება. რაიონები სირმიუმი და სინგიდუნუმი, რომის იპერიისთვის მნიშვნელოვანი ობიექტები იყო დუნაის გადაღმა მცხოვრები ბარბაროსებისაგან თავის დასაცავად. მდინარე დუნაიზე გადიოდა მდინარის მთავარი ფონი, რომლებსაც გეპიდები ფლობდნენ და უზრუნველყოფდნენ რომის იმპერიის მტრების დუნაის მარჯვენა ნაპირზე გადასვლას.
არდარიხი იყო ატილას ახლო მოკავშირე და უფრო მეტიც – მრჩეველი. მან გამოიყვანა თავისი არმია 451 წელს კატალაუნის ველზე, ჰუნების მხარეს. მათი წინამძღოლის გარდაცვალების შემდგომ, არდარიხმა არ ისურვა, რომ მის შვილებს დამორჩილებოდა და გამოიყვანა თავის ტომი და სხვა ტომები ჰუნების წინააღმდეგ. 454 წელს გამარჯვების მომტან ნედაოს ბრძოლაში დაიპყრო ჰუნების მიწები დუნაის მარცხენა სანაპიროზე.
VI-ე საუკუნის დასაწყისში, გარდა უნგრეთისა და რუმინეთისა ისინი ფლობდნენ თანამედროვე სერბეთის ტერიტორიასაც. გეპიდები რომის იმპერიის მოკავშირეები გახდნენ და ასე დარჩნენ VI-ე საუკუნის შუამდე. იორდანე წერს: “და იმ დღის შემდეგ, ეს ტომი იღებდა საჩუქრებს რომის იმპერატორისგან თუმცა იგივე იორდანე მათ უწოდებს: “რომის მოწინააღმდეგეებს” იმ მიზეზით, რომ გეპიდები ლანგობარდების მოსისხლე მტრები იყვნენ, ამ უკანასკნელებს კი კონსტანტინოპოლი უჭერდა მხარს.
567 წელს გეპიდები, რომელთაც მხარს უჭერდათ ბიზანტია, დამარცხდნენ ლანგობარდებისა და ავარების ერთობლივ ძალებთან ბრძოლაში. ავარებმა დაიკავეს გეპიდების სამეფოს ტერიტორიები. გეპიდების სამეფო საბოლოოდ განადგურდა.
როქსოლანები და ალანები
დადებული სურათი
როქსოლანები(ლათ.Roxolani, ძვ.ბერძ. Ροξολάνοι, ალანურიroxs alan/ruxs alan “თეთრი ალანი”) – სარმატული ტომი. ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი(ძვ.წ I – ახ.წ I) მოიხსენიებს მათ როგორც მომთაბარეებს. დაახლ. 70 წელს როქსოლანები თავს დაესხნენ მეზიას. სტრაბონის დროს ცხოვრობდნენ მდინარე დონსა და დნეპრს შორის მიწებზე და აზოვის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ნერონის მმართველობის დროს ისინი დაიძრნენ მდინარე დუნაისკენ და დაემუქრნენ იმპერიის საზღვრებს მეზიაში. დუნაის მახლობლად ისინი II-III საუკუნეებში სახლობდნენ და ისტორიკოსების მიერ მოიხსენიებოდნენ როგორც პონტოელი ხალხები. როქსოლანებმა მონაწილეობა მიიღეს დაკიის პირველ ომში, რომის იმპერატორის, მარკუს ულპიუს ტრაიანეს წინააღმდეგ. II საუკუნის რომაელი მწერლები სკორტიანი, კაპიტოლინი და ბერძენი პტოლემაიოსი და დიონ კასიოსი წერენ იმპერატორ ადრიანეს მოლაპარაკების შესახებ როქსოლანებთან. ადრიანე იძულებული გახდა წლიური ხარკი ეხადა მათთვის. უფრო გვიან ამ ტომის წარმომადგენლები გადადიოდნენ მდინარე დუნაიზე და რომის სამსახურში დგებოდნენ. ტიტუს ტაციტუსი როქსოლანებს სარმატ ხალხს უწოდებს(Sarmatica gens), მაგრამ თანამედროვე მეცნიერება სარმატებს და ამ ტომის მთავარ წარმომადგენლებს, ალანებს ინდოევროპული ეთნოსის ირანულ შტოს უწოდებს. აღსანიშნავია, რომ ვენეტებს, რომლებიც სლავების წინაპრებად მოიაზრებიან, ტაციტუსი სარმატებს უპირისპირებს და გვიჩვენებს, რომ პირველი ხალხს მუდმივი საცხოვრებელი გააჩნია, იბრძვის ქვეითად და იყენებს ფარს, როცა სარმატ-როქსოლანები მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან, ცხოვრობენ ურიკებსა და ფორნებში, იბრძვიან ცხენზე ამხედრებულები და არ შეუძლიათ ქვეითად ბრძოლა, იყენებენ მხოლოდ მსუბუქ შეიარაღებას და არ ხმარობენ ფარებს. ცნობები როქსოლანების შესახებ იკარგება მეექვსე საუკუნიდან, გოთი ისტორიკოსის იორდანის დროს.
როგორც სხვა სარმატული ტომები, როქსოლანებიც ჰუნებმა დაიპყრეს IV საუკუნეში, რის შემდეგაც მათი ნაწილი გაითქვიფა ევროპის ხალხებში. არ არის გამორიცხული, რომ როქსოლანების ნაწილმა მონაწილეობა მიიღო და წვლილი შეიტანა ახალი, პროტოსლავური ეთნოსის წარმოშობაში. უკრაინაში, ქალაქ ოდესის მახლობლად, სამხრეთით, ახლაც არის სოფელი “როქსოლანები”.
დადებული სურათი
ალანები( ძვ.ბერძ.Ἀλανοί, ლათ.Alani, Halani) – მომთაბარე ირანულენოვანი სკვითურ-სარმატული ტომი. ისტორიულ წყაროებში მოიხსენიებიან ახ.წ I საუკუნიდან, როცა აზოვისა და ჩრდილო კავკასიის ტერიტორიებზე გამოჩნდნენ. ალანების ნაწილმა მონაწილეობა მიიღო ხალხთა დიდ გადასახლებაში, დანარჩენი ნაწილი კი კავკასიაში დასახლდა. ალანთა ტომების გაერთიანებას ალანია ეწოდა და მან საკმაოდ დიდხანს იარსება, სანამ მონღოლ-თათართა შემოსევებმა არ გაანადგურა და დაიმონა ეს ხალხი. ალანთა ნაწილი ჩრდილო კავკასიის სამხრეთ ნაწილისკენ დაიძრა, რის შემდეგაც მათ ოსებად მოიხსენიებდნენ. ოსებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩრდილო კავკასიურ კულტურასა და ისტორიაში და სხვა ადგილობრივ ხალხებზეც მოახდინეს გავლენა.
ახ.წ I-III საუკუნეებში ალანები სარმატულ ტომებს შორის ყველაზე ძლიერები გახდნენ და დაიკავეს ჩრდილოეთ კავკასიისა და აზოვის ზღვის მიდამოები, საიდანაც გაუთავებელი თავდასხმებით აწუხებდნენ ყირიმს, კავკასიას, მცირე აზიას და მიდიას. 372 წელს ჰუნებმა მოახერხეს მათი დამარცხება, რის შედეგადაც ალანთა ნაწილმა ხალხთა დიდ გადასახლებაში მიიღო მონაწილეობა და პანონიის, გალიისა და პირენეის ნახევარკუნძულის გავლით ჩრდილოეთ აფრიკას მიაღწია, სადაც ჩამოყალიბდა ვანდალ-ალანური სახელმწიფო. ალანებმა მონაწილეობა მიიღეს 451 წელს გამართულ “ხალხთა ომში”, კატალაუნის ველზე ბრძოლაში, რომაელების მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ დიდად ვერ გამოიჩინეს თავი, რომაელებმა მაინც შეძლეს ბრწყინვალე გამარჯვების მოპოვება. ალანთა სახელი ისტორიაში გვიანდელი შუა საუკუნეებიდან ნელ-ნელა ქრებოდა და საბოლოოდ ეს სარმატული ხალხი ოსებად ჩამოყალიბდა, მცირერიცხოვან ხალხის ჯგუფად, რომელიც ახლაც ჩრდილო და სამხრეთ კავკასიაში ცხოვრობს.
ვანდალები
დადებული სურათი
ანდალები (ლათ. Vandili, Wandali, Uuandali, ბერძ. Βάνδαλοι) – გოთებთან მონათესავე ძველი აღმოსავლეთ გერმანული ტომი, დასავლეთ ევროპაში გამოჩნდნენ ხალხთა დიდი გადასახლების პერიოდში. გვიანდელ შუა საუკუნეებში მათ აიგივებდნენ ბალტიელი სლავების წინაპრებთან, ვენდებთან, რომლებიც აქ VII საუკუნის ბოლოს დასახლდნენ, იმ ადგილზე, სადაც გადასახლებამდე ვანდალები მოსახლეობდნენ.
პირველად ვანდალებს მოიხსენიებს პლინიუს უფროსი ახ.წ I საუკუნეში. პლინიუსმა გერმანელები ხუთ ჯგუფად დაყო, პირველ ჯგუფს ვანდალები უწოდა და მასში შეიყვანა ბურგუნდები, ვარინები, კარინები და გუტონები(გოთები). პლინიუსის კლასიფიკაციის მიხედვით ვანდალები ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანულ ტომებს წარმოადგენდნენ. ვანდალების შესახებ წერს ისტორიკოსი ტაციტუსი თავის ნაშრომში “გერმანელების წარმოშობის შესახებ”(დაახლ. ახ.წ 98) და აღნიშნავს, რომ ეს ერთ-ერთი გერმანული ტომის ძველი
დასახელებაა. II საუკუნის ალექსანდრიელი გეოგრაფი, კლავდიუს პტოლემაიოსი თავის გეოგრაფიულ ნაშრომში აღნიშნავს გერმანულ ტომს შილინგაე, რომელშიც ვანდალ-სილინგები იგულისხმება. პტოლემაიოსმა სილინგების ლოკალიზება მდინარე ელბასა და ოდერს შორის მოახდინა. მის მიხედვით სილინგებს სამხრეთით სვებები ესაზღვრებოდნენ, ჩრდილოეთით ლუგიები. VIII საუკუნის ავტორი, პავლე დიაკონი “ლანგობარდების ისტორიაში” იხსენიებს ამბრის და ასის, ვანდალთა ბელადებს, რომლებიც ლანგობარდებს ებრძოდნენ ჩრდილოეთ ევროპაში. ორივე ტომს ერთი ღმერთი ჰყავდა, ომის ღვთაება ვოდენი(სავარაუდოდ სკანდინავიაში ოდინი). გოთი ისტორიკოსის, იორდანის ცნობებით, როდესაც გოთები სკანდინავიიდან ბალტიკის სანაპიროებზე გადავიდნენ, თავდაპირველად ულმერუგების, შემდეგ კი I-II საუკუნეების მიჯნაზე ვანდალების დაპყრობა მოახერხეს. წლების განმავლობაში, იორდანეს და დექსიპეს ცნობებით, ვანდალებმა ცენტრალური გერმანიისკენ აიღეს გეზი და რომის იმპერიის საზღვრებთან დასახლდნენ. II საუკუნისთვის ვანდალები მიუახლოვდნენ მდინარე ტისის აუზს. მათ აღმოსავლეთით გოთები სახლობდნენ, დასავლეთით მარკომანებს ესაზღვრებოდნენ. III საუკუნეში ბარბაროსებმა რომაელები აიძულეს დაკიიდან დაეხიათ და მდინარე დუნაიზე შეექმნათ თავდაცვითი ზოლი. მესამე საუკუნის სამოცდაათიან წლებში რომის იმპერატორი ავრელიანე ებრძოდა ვანდალებს, მოახერხა მათი დამარცხება და მშვიდობის დამყარება. მათთან ბრძოლას აგრძელებდა იმპერატორი პრობუსიც.
იმპერატორ კონსტანტინე დიდის მმართველობის პერიოდში(306-337) ვანდალები დასახლდნენ პანონიაში, დღევანდელი უნგრეთისა დ ავსტრიის ტერიტორიებზე. IV საუკუნის მეორე ნახევარში რომის იმპერატორს, გრაციანეს გალიის ტერიტორიების დაცვა უწევდა მათი შემოსევებისგან.
მე-5 საუკუნეში ვანდალები სვებებთან და ალანებთან ერთად იბრძოდნენ გალიაში ფრანკების წინააღმდეგ, თუმცა თავიდან წარუმატებლობას განიცდიდნენ.
დასავლეთ რომის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, გავლენიანი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, სტილიხონი, წარმოშობით ვანდალი იყო. ეს ფაქტი გამოიყენეს მისმა მტრებმა და სტილიხონს ვანდალების გალიაში მოწვევა დააბრალეს, თითქოს ის მათი დახმარებით თავისი შვილის რომის ტახტზე დასმას აპირებდა.
დადებული სურათი
409 წელს ვანდალები ორი მეთაურის, ჰენზერიხისა და ჰუნდერიხის მეთაურობით აგრძელებდნენ რომის იმპერიის დალაშქვრას ალან მოკავშირეებთან ერთად. მათ შემოსევას პოეტი ორიენციუსი ასე აღწერს: “ერთ კოცონად აგიზგიზდა მთელი
გალია”. გოთებისაგან მოსალოდნელი საფრთხის გამო ვანდალები არ გაჩერდნენ გალიაში და ესპანეთისკენ დაიძრნენ. მათ ისარგებლეს არეულობით დასავლეთ რომის იმპერიაში, რაც ალარიხის მიერ რომის აღების შემდეგ გრძელდებოდა და პირენეი გადალახეს, თუმცა მიუხედავად ამისა ვერ შესძლეს ესპანეთში შეჭრა მანამდე, სანამ უზურპატორმა იმპერატორმა კონსტანტინე III-მ არ დასაჯა ძმები დიდიმუსი და ვერონიანე, რომლებიც პირენეის გადასასვლელებს იცავდნენ იმპერიის ჯარებით. კონსტანტინე ერთდროულად ებრძოდა ბარბაროსებს გალიაში და ჰონორიუსის ერთგულ ლეგიონებს ესპანეთში, რითაც ძალიან დაეხმარა ვანდალებს და მათ ადვილად მოახერხეს ესპანეთის სამხრეთისკენ თავისუფლად დაძრულიყვნენ. ესპანელი ეპისკოპოსი იდაციუსი თავის ქრონიკაში გვატყობინებს, რომ ბარბაროსებმა ასე გაინაწილეს ესპანეთი: ვანდალები გალიციაში(ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთი)გაბატონდნენ მეფე ჰუნდერიხის მეთაურობით, სვებები უკიდურეს დასავლეთ მხარეს, ოკეანის სანაპიროზე, ალანები ლუზიტანიასა და
კარტახენაში, ვანდალი-სილინგები კი მეფე ფრიდუბალდის მეთაურობით სამხრეთ ესპანეთში, ბეტიკაში დასახლდნენ. ესპანეთის ჩრდილოეთი, ტარაკონის პროვინცია რომის იმპერიას დარჩა. 415 წელს ესპანეთში გოთები შეიჭრნენ ატაულფის მეთაურობით და შეებრძოლნენ ვანდალებს, შემდეგ კი ეს ომი გოთების ახალმა მეთაურმა, ვალიამ გააგრძელა 418 წელს. მასთან ბრძოლაში ვანდალ-სილინგები მთლიანად განადგურდნენ, ხოლო მეფე ფრიდუბალდი ტყვედ ჩავარდა და რომში გაიგზავნა. ამის შემდეგ ჰუნდერიხმა მიიღო ალანებისა და ვანდალების მეფის ტიტული. როდესაც 419 წელს გოთებმა დატოვეს ესპანეთი, ჰუნდერიხმა შეუტია სვებებს და დაიკავა ვანდალ-სილინგების განადგურების შემდეგ დაცარიელებული ბეტიკა. 422 წელს ვანდალებმა გაანადგურეს გოთი ფედერატებით(მოკავშირეებით) გაძლიერებული რომის არმია, რომელიც რომის იმპერიის მხედართმთავარმა კასტინმა გააგზავნა ესპანეთში. ჰუნდერიხის სიკვდილის შემდეგ 428 წელს ახალი მეფედ გამოცხადდა მისი ძმა, ჰენზერიხი, რომელიც 49 წლის განმავლობაში განაგებდა ვანდალებს. 429 წლის მაისში ვანდალებმა დატოვეს ესპანეთი და ჰიბრალტარის გავლით აფრიკაში შეიჭრნენ. რამ აიძულა ვანდალები დაეტოვბინათ
ესპანეთი? ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ისინი ვესტგოთებთან ბრძოლას მოერიდნენ, ხოლო მეორე ვერსიის მიხედვით ჰენზერიხი ლიბიაში დანიშნულმა რომაელმა სარდალმა, ბონიფაციუსმა მიიწვია, რათა განემტკიცებინა აფრიკაში თავისი მმართველობა და რომისგან დამოუკიდებლად ემართა ეს პროვინცია. სამაგიეროდ ვანდალებს ის ტერიტორიის 2/3 პირდებოდა. 429 წელს ჰიბრალტარი 80 000-მა ვანდალმა გადაკვეთა, რომლებიც არათუ დაეხმარნენ ბონიფაციუსს, ბრძოლა დაუწყეს მას და ტერიტორიების დიდი ნაწილი წაართვეს. 435 წელს გაიმართა სამშვიდობო მოლაპარაკება რომსა და ვანდალებს შორის, რაც იმპერატორ ვალენტინიანე III-ს მიერ ჰენზერიხის დაპყრობების აღიარებით დასრულდა. 439 წლის19 ოქტომბერს ვანდალებმა დაარღვიეს ხელშეკრულება და აიღეს კართაგენი, რომელიც ჰენზერიხის რეზიდენციად გამოცხადდა. ეს წელი ვანდალების აფრიკული სახელმწიფოს დაარსების წლად ითვლება. ეს ახალი სამეფო მოიცავდა დღევანდელი ტუნისის, ჩრდილო-აღმოსავლეთ ალჟირის და ჩრდილო-დასავლეთ ლიბიის ტერიტორიებს. ამ მიწების რომანიზებული მოსახლეობის ნაწილი ან განიდევნა, ან მონებად და მსახურებად იქცა. ადგილობრივი მავრული ტომების ნაწილი ვანდალებს დაემორჩილა, ნაწილი კი მათი მოკავშირე გახდა. 442 წელს დასავლეთ რომის იმპერია იძულებული გახდა კვლავ ეღიარებინა ვანდალთა გაფართოებული მიწები. ჰენზერიხმა კვლავ დაარღვია ახალი ხელშეკრულება და დაიპყრო მავრიტანია, სარდინია, კორსიკა, ბალეარის კუნძულები და სიცილია. 455 წელს ჰენზერიხმა ისტორიაში წარუშლელი სახელი დატოვა, როდესაც დასავლეთ იმპერიის დედაქალაქი, მარადიული ქალაქი, რომი აიღო და სასტიკად დაარბია. სხვა გერმანული ტომებისაგან განსხვავებით ვანდალებში სამეფო ძალაუფლება აბსოლუტური გახდა და
მონათმფლობელობიდან თანდათანობით ფეოდალიზმის პირველი ნაბიჯები გადაიდგა. დასავლეთ და აღმოსავლეთ რომის(ბიზანტია) იმპერიებმა სცადეს ვანდალების მოსპობა, მაგრამ უნიჭო ბიზანტიელი სარდლის, ბასილისკეს უზარმაზარი ფლოტისგან მომავალი საფრთხე ჰენზერიხმა ადვილად აიცილა და გემების ნაწილიც გაუნადგურა ბიზანტიელ მეთაურს. ვანდალთა ლეგენდარული მეფე მოესწრო იმ დღეს, როდესაც დასავლეთ რომის იმპერია საბოლოოდ დაეცა ბარბაროსთა ფეხქვეშ. ჰენზერიხის დროს ვანდალებმა ჩამოაყალიბეს ერთიანი ძლიერი ქვეყანა და მოჭრეს მონეტა, რომელზეც თავდაპირველად ისევ იმპერატორი ჰონორიუსი იყო გამოსახული. დოკუმენტებში ლათინური ენა გამოიყენებოდა. ჰენზერიხი არიანული ქრისტიანობის მიმდევარი იყო, რადგან ფიქრობდა, რომ კათოლიკობის შემთხვევაში ვანდალებზე რომის გავლენა გავრცელდებოდა. თუმცა ალანებისა და ვანდალების ნაწილი კათოლიკე იყო და ამან გამოიწვია უამრავი შიდა კონფლიქტი ქრისტიანობის ორ განშტოებას შორის. ჰენზერიხის შემდეგ ვანდალთა სამეფოს მისი ვაჟი ჰუნერიხი(477-484), თრასამუნდი(496-523) და ჰილდერიხი(523-530) მართავდნენ. ჰილდერიხი სუსტი მეფე გამოდგა და მის დროს ვანდალებმა დაკარგეს ის სანაქებო ბრძოლისუნარიანობა და ბარბაროსული ხასიათი, რაც ადრე გააჩნდათ და რითაც აღწევდნენ გამარჯვებებს რომსა და სხვა ბარბაროსულ
ტომებზე. ჰილდერიხი ტახტიდან გელიმერმა ჩამოაგდო(530-534). გელიმერი ვანდალების უკანასკნელი მეფე გახდა. 533 წელს ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა 15 ათასიანი არმია გადასხა აფრიკაში ველიზარის მეთაურობით. პირველივე ბრძოლების შემდეგ ბიზანტიელებმა დაამარცხეს ვანდალები და აიღეს კართაგენი. 534 წლის მარტში ტყვედ ჩავარდა მეფე გელიმერიც. ასე დასრულდა ვანდალთა აფრიკული სამეფოს ისტორია, ხოლო მათI ჩრდილოელი თანამოძმეები ავარებს და სლავებს შეერივნენ და მათი სახელი ნელ-ნელა გაქრა მსოფლიო ისტორიდან.

მაიას ცივილიზაცია ნაწ.1


მაიას ცივილიზაცია— მესოამერიკული ცივილიზაცია, ცნობილი ამ ცივილიზაციათა შორის ყველაზე განვითარებული და დახვეწილი დამწერლობით, ასევე ხელოვნებითარქიტექტურით, საოცრად დიდი მათემატიკური და ასტრონომიული ცოდნით. მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზაცია არსებობდა პრეკლასიკურ პერიოდში, განვითარების პიკს მიაღწია კლასიკურ პერიოდში (დაახ. ჩვ. წ. 250-900 წწ.) და განაგრძობდა არსებობას პოსტკლასიკურ პერიოდში, ესპანელთა მიერ იუკატანის ნ/კ-ს დაპყრობამდე. განვითარების აპოგეაში მაია წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ კულტურის მქონე, მჭიდროდ დასახლებულ საზოგადოებას.
რასაკვირველია, მაიას საზოგადოებასა და მესოამერიკის სხვა ცივილიზაციათა შორის არსებობდა გარკვეული კულტურული და რელიგიური მსგავსება. დამწერლობის, ეპიგრაფიის, კალენდრის შედგენა არ შეიძლება სრულად მაიას მივაწეროთ, მათ მაღალ დონეზე დაამუშავეს და საოცრად დახვეწეს ისინი. მაიას რეგიონი ფართობით ყველაზე დიდია მესოამერიკაში, სიერა მადრეს მთიანი მხარიდან მოყოლებული - ჩრდილო იუკატანის დაბლობებამდე, თუმცა ამ ცივილიზაციის გავლენის სფერო აღწევდა ცენტრალურმექსიკამდე, ახლომდებარე არეალებში იგრძნობა მაიას ხელოვნებისა და არქიტექტურის გავლენა რაც გამოწვეული უნდა იყოს როგორც ვაჭრობით, ისევე გარე დაპყრობებით. მაიას ხალხი არასდროს არ „გამქრალა“ - არც კლასიკური პერიოდის ბოლოს, არც ესპანელთა მიერ იუკატანის დაპყრობისა და კოლონიზაციის პერიოდში. მექსიკასა და ბელიზის ტერიტორიაზე მცირე დასახლებებად დღესაც ცხოვრობს ხალხი, რომელთა ენა, რწმენა-წარმოდგენები, წეს-ჩვეულებები და გარეგნობაც კი 2000 წლის მანძილზე არ შეცვლილა.ენა განეკუთვნება მაია-კიჩეს ენათა ოჯახს. ნაწილმა იცის ესპანურიც. რელიგიით ფორმალურად კათოლიკეები არიან, ფაქტობრივად ინარჩუნებენ წინაქრისტიანულ რწმენათა გადმონაშთებს. თანამედროვე მაიას ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება.

გეოგრაფიული მდებარეობა [რედაქტირება]


მაიას არეალი
მაიას ცივილიზაციის გეოგრაფიული არეალი, ცნობილი ”მაიას რეგიონის (არეალის)” სახელწოდებით, მოიცავს მექსიკის სამხრეთ შტატებს: ჩიაპასიტაბასკო და იუკატანის ნ/კ-ს შტატებს: კინტანა-როოკამპეჩე და იუკატანი. მაიას არეალი აღწევს ცენტრალური ამერიკის ჩრდილო რეგიონამდე, გვატემალაბელიზი,სალვადორი და დასავლეთ ჰონდურასი.
როგორც ფართობით ყველაზე დიდს მესოამერიკაში, მაიას რეგიონს უკავია ფართო არეალი მოყოლებული სიერა-მადრეს მთიანეთიდან ჩრდილო იუკატანის ნახევრადმშრალ დაბლობებამდეკლიმატი მაიას რეგიონში საოცრად მერყევია. სამხრეთ არეალებში ხშირია ურაგანიტროპიკული შტორმი, რაც კარიბის ზღვისპირეთისათვის დამახასიათებელია.
მაიას რეგიონი პირობითად 3 ზონად იყოფა - სამხრეთი მაღლობები, სამხრეთი (ან ცენტრალური) დაბლობები და ჩრდილო დაბლობები. სამხრეთი მაღლობები მოიცავს გვატემალისა და ჩიაპასის ამაღლებულ ტერიტორიებს, სამხრეთი დაბლობები კი ამ მაღლობების ჩრდილოეთით მდებარეობს და მოიცავს: კამპეჩეს, კინტანა-როოს, ჩრდილო გვატემალის ტერიტორიებს, ასევე ბელიზს, სალვადორს. მაიას არეალის ჩრდილო დაბლობები მოიცავს იუკატანის ნ/კ-ს დანარჩენ ტერიტორიას პუკის გორაკების ჩათვლით.

ისტორია [რედაქტირება]


პალენკეს ნანგრევები
მეცნიერებმა ისტორიული განვითარების ასეთი ჯაჭვი “შექმნეს”: დაახლოებით 10 000 წლის წინ, როცა დასრულდა უკანასკნელი გამყინვარების პერიოდი, ადამიანები ამერიკის კონტინენტზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ დაიძრნენ. მომდევნო 6 000 წლის განმავლობაში მათ ისწავლეს მიწათმოქმედება, ბინადარი ცხოვრება.
მაიას ცივილიზაციის ქვედა ქრონოლოგიურ საზღვრად მიიჩნევენ ჩვენს ერამდე II ათასწლეულს, ზოგჯერ III ათასწლეულსაც კი, ხოლო ზედა საზღვრად ჩვ.წ X საუკუნეს. ამ ცივილიზაციის აყვავების ხანა მოდის ჩვ.წ. VII-VIII საუკუნეებზე. ჩვ.წ. დაახლოებით 900 წლეს დაიწყო მაიას ცივილიზაციის მზის ჩასვენება: გამოიფიტა თუ არა ბუნებრივი რესურსები, შემოიჭრნენ თუ არა უცხო ტომები, არავინ იცის, მაგრამ ქალაქები დაცარიელდა და მაიას ცივილიზაციამ იუკატანის ნახევარკუნძულზე გადაინაცვლა. მაგრამ სახელმწიფო წყობა, რომელიც მაიას ცივილიზაციიათვის იყო დამახასიათებელი, ბოლოს და ბოლოს აქაც დაემხო.

პრეკლასიკური პერიოდი [რედაქტირება]

ჩვ. წელთაღრიცხვამდე 1500 წელს, პრეკლასიკური პერიოდის დასაწყისში ისახება მაიას ცივილიზაცია. აღმოცენდნენ მსხვილი ცენტრები – ნაკბეელ-მირადორიტიკალი. გამოიყენება რიტუალური, მზის და მთვარის კალენდრები, ვითარდება იეროგლიფიური დამწერლობა, იგება ტაძრები. საზოგადოება იყოფა მმართველ ელიტად და მასად (მიწათმოქმედები, ხელოსნები, ვაჭრები)

კლასიკური პერიოდი [რედაქტირება]

ადერული კლასიკური პერიოდიდან (ჩვ. წ. 250-600 წ.წ.) დიდი რაოდენობით შემორჩა პირამიდა ტაძრები წარწერებითა და მმართველთა სურათებით. ყველაზე ადრინდელი (292 წ) ნაპოვნია ტიკალში და მასზე აღბეჭდილია დინასტიის დამაარსებლის, მმართველ იაშ-მოშ-შოკას მემკვიდრის პორტრეტი. გვიანდელი კალსიკური პერიოდი (ჩვ.წ. 600-900წ.წ.) არის დიდი აღმშენებლობის ეპოქა, როცა გამოჩნდა კულტურის ახალი კერპები პალენკე და კოპანი, ხოლო ხელოვნებამ უდიდეს აღმავლობას მიაღწია. მაგრამ, როგორც ჩანს, ბუნებრივი რესურსები გამოიფიტა, რამაც გაომიწვია სოფლის მეურნეობის დაცემა, და უკვე პოსტკლასიკურ პერიოდში განუწყვეტელმა შიმშილობებმა, ეპიდემიებმა, უცხოელმა დამპყრობლებმა, განუწყვეტელმა ომებმა, - ყოველივე ამან ბოლო მოუღო მაიას ცივილიზაციას. თუმცა ცივილიზაცია მაინც განაგრძობდა არსებობას იუკატანის ჩრდილოეთ ნაწილში. აქ უმშვენიერესი ქალაქები – უშმალიკაბახისაიილილაბნა – განაგრძობდნენ ცხოვრებას 1000 წლამდე, ხოლო ქალაქ ჩიჩენ-იცასათვის აყვავების პერიოდიც კი დადგა. მაგრამ ჩიჩენ-იცას მოულოდნელად დაღუპვის შემდეგ, იუკატანის მთავარ ქალაქად იქცა მაიაპანი. კოკომების დინასტიის 250 წლიანი ბატონობის შემდეგ, მაიაპანი დაანგრიეს აჯანყებული მეზობელი ქალაქების ბელადებმა, რის შემდეგაც, ყოფილი სახით მაიას ცივილიზაცია ვეღარ აღსდგა, ხოლო საბოლოოდ იგი ესპანელმა კონკისტადორებმა დაასამარეს.

კოლონიზაციის პერიოდი [რედაქტირება]

ორი ცივილიზაციის, ევროპული და ამერიკული (ამ შემთხვევაში მაიას ცივილიზაცია) პირველი შეხვედრა შედგა თვით ქრისტეფორე კოლუმბის მონაწილეობით, როცა იგი თავისი მეოთხე ცურვის დროს ინდოეთში (კოლუმბი დარწმუნებული იყო, რომ მის მიერ აღმოჩენილი მიწა ინდოეთი იყო), მისმა ხომალდებმა ჩაუარეს თანამედროვე ჰონდურასისჩრდილოეთ ნაწილს და კუნძულ გუანაიასთან შემოხვდათ ცალფა ხეში ამოღებული კანოე, სიგანით 1,5 მ. ეს იყო სავაჭრო ნავი, რომლის მგზავრებმაც ევროპელებს შესთავაზესსპილენძის ფირფიტები, ქვის ხელცულები, კერამიკული ნაკეთობები, კაკაოს მარცვლები და ბამბის ქსოვილები.
როცა ერნან კორტესმა აცტეკების დიდი იმპერია დაიპყრო, მან ერთ-ერთი თავისი რაზმის მეთაური გამოაგზავნა სამხრეთში, ახალი ტერიტორიების დასაპყრობად. 1547 წლისთვის, ესპანელებმა დაასრულეს მაიას ხალხების დაპყრობა, თუმცა ზოგიერთმა ტომმა თავი შეაფარა იუკატანის ნახევარკუნძულის ცენტრალური ნაწილის ტყებს და კიდევ 150 წლის განმავლობაში განაგრძობდა ბრძოლას. ესპანელების კიერ შემოტანილი ყვავილისწითელას და გრიპის ეპიდემიები, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა არ იცნობდა, მილიონობით ინდიელს ცელავდა სიკვდილის ცელით. ესპანელები ამავე დროს სასტიკად დევნიდნენ მათ რელიგიას: ანგრევდნენ ტაძრებს, წმინდა ადგილებს ძარცვავდნენ, ხოლო მათ, ვინც კერპთაყვანისმცემლობაში იყო შემჩნეული, კათოლიკე მისიონერი ბერები სვამდნენ ძელზე, დუღრავდნენ ცხელი წყლით, სცემდნენ მათრახით.
ამ მისიონერებს ხელმძღვანელობდა ფრანცისკანელი ბერი დიეგო დე ლანდა, არაორდინარული და რთული პიროვნება. იგი სწავლობდა ადგილობრივი მოსახლეობის ყოფას, ცდილობდა მოეძებნა მაიას დამწერლობის საიდუმლოების გასაღები და აღმოაჩინა საიდუმლო სამალავი, რომელშიც 30 იეროგლიფიური წიგნი ინახებოდა. ეს წიგნები ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშებს წარმოადგენდა: შავი და წითელი ნიშნები კალიგრაფის ხელით იყო გამოყვანილი ღია ფერის ქაღალდზე, რომელსაც ამზადებდნენ ლეღვის ან თუთის ხის ქვედა ნაწილისგან. თვით წიგნები დაკეცილი იყო “გარმონივით”, ხოლო გარეკანი იაგუარის ტყავისგან იყო დამზადებული.
ამ ბერმა გადაწყვიტა, რომ მაიას წიგნებში ეზოთერული ცოდნის მქონე, ეშმაკისეული მაცდუნებელი მასალა იქნებოდა და ბრძანა მათი დაწვა, რამაც “მაიას ხალხს თავზარი დასცა და უზომოდ დაამწუხრა”. 1562 წელს, დიეგო დე ლანდას სამთვიანი ინკვიზიციის დროს, მისი ხელმძღვანელობით აწამეს 5 000 ინდიელი, რომელთაგან 158 დაიღუპა. ამ სისასტიკის გამო, დე ლანდა უკან, ესპანეთში გაიწვიეს, მაგრამ იქ გაამართლეს და სულ მალე უკვე ეპისკოპოსის რანგში დააბრუნეს.
კონკისტადორები ყველა შესაძლებელი ხერხებითა და მეთოდებით ანადგურებდნენ ინდილეთა კულტურას. ესპანელთა მოსვლიდან უკვე ასი წლის შემდეგ, მაიას დიდებული წარსულის შესახებ მოგონებაც კი აღარ დარჩა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ადამიანისთვის თითქმის აუტანელ, ამ ტროპიკულ კლიმატში უმაღლესი ცივილიზაცია არსებობდა.

საზოგადოება [რედაქტირება]

მაიას ცივილიზაციის განვითარება მიმდინარეობდა მკაცრად რეგლამენტირებული, კლასობრივი საზოგადოების ევოლუციის კვალდაკვალ. მმართველები, რომელთა ჩამომავალობაც, როგორც მაიას ხალხს მიაჩნდა, ღმერთებისგან მომდინარეობდა, ხელმძღვანელობდნენ ადამიანებს, დაწყებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობითა და დამთავრებული სამხედრო ლაშქრობებით. საზოგადოებრივი პირამიდის უმაღლეს მწვერვალზე იდგა უზენაესი მმართველი, სხვა სამყაროებთან დაკავშირებული, რასაც ხაზი ტანიამოსითაც ესმებოდა მკერდზე მიმაგრებული აუცილებელი სარკით. უზენაეს მმართველს მაიას ხალხები “ხალხის სარკეს” უწოდებდნენ.

ხელოვნება [რედაქტირება]


რელიეფი პალენკედან
მაიას ხალხების ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენდა მუსიკა და ცეკვები, რომელთა საშუალებითაც ისინი ღმერთებს მადლობას სწირავდნენ. მუსიკის ჰანგები და ქორეოგრაფიული სუართები თან ახლდა მაიას ყველა მასობრივ ღონისძიებას: მშვიდობიან თუ სამხედრო ლაშქრობებს, ნადირობასა თუ მნიდვრის სამუშაოებს, საკულტო ცერემონიებს. მოცეკვავეები და მუსიკოსები გამოსახულნი არიან სასახლეების კედლებზე, მოხატულ ვაზებზე, სკულპტურებში. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს არ შეგვიძლია მოვისმინოთ მუსიკა, რომელიც მაშინ ჟღერდა ან წარმოვიდგინოთ მოცეკვავეთა რიტმული მოძრაობები.
დასარტყამ მუსიკალურ ინსტრუმენტებსა ამზადებდნენ ხისგან, თიხის ან ოკეანის კუს ბაკანისგან. ხოლო ჩასაბერ ინსტრუმენტებს ამზადებდნენ გრძელი, გამომშრალიგოგრებისგან, რომლებიც ხის მილებზე იყო წამოცმული. სალამურებსსა და საყვირებს აკეთებდნენ ირმის ძვლების ან ხისგან.

არქიტექტურა [რედაქტირება]

არქეოლოგებმა, ჩატარებული გათხრების საფუძველზე დაასკვნეს, რომ მაიას პირამიდები, ისევე ოგორც ეგვიპტური, წარმოადგენდნენ დიდებულთა და წარჩინებულთა აკლდამებს. მხატვრების, ქვის მთლელების, მუშების უზარმაზარი არმია ხელს კიდებდა გასაოცრად რთულ საქმეს, რომ უკანასკნელი პატივი ეცათერთადერთი ადამიანისთვის. მაგალითად, პაკამას (მართავდა 615-683წ.წ.) – პალენკეს უზენაესი მმართველის აკლდამა გაოცებას იწვევდა თავისი მდიდრული სამარხით. პაკამამ ააგო სასახლეები, ტაძრები, აღმართა წარწერებიანი სტელები, რომლებიც მეტად საჭირო ინფორმაციას იძლევიან მაიას შესახებ.

მეურნეობა [რედაქტირება]

მაიას ცივილიზაციის არსებობისათვის საჭირო იყო რაღაც ეკონომიკური საფუძველი, მაგრამ მაიას ხალხებმა არ იცოდნენ ლითონი, სახნისი, ბორბლებიანი საზიდრები, შინაური ცხოველები, სამეთუნეო ბორბალი. ფაქტობრივად, თუ მათი სამუშაო იარაღების მიხედვით ვიმსჯელებთ, ისინი იყვნენ ქვის ხანის ადამიანები. XX საუკუნის 60-იან წლებამდე თვლიდნენ, რომ მაიას ტომები, ისევე როგორც მათი თანამედროვე შთამომავლები, საახოო მიწათმოქმედებას მისდევდნენ: მოცემულ ნაკვეთზე ტყეს გაჩეხავდნენ, შემდეგ მოჭრილ ხეებსა და ბუჩქნარს წვავდნენ, რათა ნაცრით გაენოყიერებინათ ნიადაგი. ტროპიკული ტყეების ნიადაგი ღარიბია, ფენა არაა ღრმა, ამიტომაც იგი მალე, ორ-სამ წელიწადში იფიტება. ამის შემდეგ ნაკვეთს ტოვებდნენ იქამდე, ვიდრე იგი ხელახლა არ დაიფარებოდა ხეებით და შემდეგ ყველაფერრი თავიდან იწყებოდა.
დროთა განმავლობაში მაიას მოსახლეობა მატულობდა. გაითვალისწინა რამ მიწის ეროზია, რომელიც საახოო მიწათმოქმედების დროს იქმნებოდა, მაიამ იწყო მთის ფერდობებზე ტერასული მიწათმოქმედების გამოყენება. ძველი მაიას ხალხები აწეული მინდვრის პრინციპსაც იყენებდნენ. როცა ჭაობიან ადგილებში შეჰქონდათ მიწა და ქმნიდნენ შემაღლებულ ადგილებს. მაიას ტომებს საკმაოდ რთული საირიგაციო სისტემებიც ჰქონდათ. მაგალითად, აღმოჩენილ იქნა 90 მეტრი სიგანისა და 11 კმ სიგრძის არხი, რომელიც ქალაქს მდინარესთან აკავშირებდა. ქალაქ ეცნას ცენტრიდან, ჩრდილოეთით, გათხრილი იყო უფრო მცირე ზომის შვიდი არხი, რომლებითაც წყალი სხვადასხვა ზომის რეზერვუარებს ავსებდა.ყველაზე დიდი ამ რეზერვუარებიდან 120 მლნ კუბურ მეტრ წყალს იტევდა. არქეოლოგების გამოთვლით, ამ სისტემის მშენებლობაზე ქალაქის მაცხოვრებლებმა 1,68 მლნ კაც-დღე დახარჯეს. ყოველივე ეს აგებულ იქნა ხელით, პრიმიტიული იარაღებით.
მდინარეებსა და არხებზე გადაადგილების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა კანოე, რომელიც ცალფა ხისგან იყო გათლილი, სიგრძეში იყო 12 მ. და 50 კაცს იტევდა.

დამწერლობა [რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : მაიას დამწერლობა.
როცა ესპანელები იუკატანზე მოვიდნენ, მაიას ხალხებს ათასობით ხელნაწერი წიგნი გააჩნდათ, რომელთა დიდი ნაწილიც დაიწვა. XIX საუკუნეში მეცნიერები იცნობდნენ მხოლოდ სამი წიგნს – კოდექსების შესახებ, რომლებსაც იმ ქალაქების სახელები მიეცათ, სადაც ისინი აღმოაჩინეს. 14 წლის განმავლობაში სწავლობდა დრეზდენში, სამეფო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი ერნესტ ფორსტემანი კოდექსს და მაიას კალენდრის მოქმედების პრინციპს, ხოლო იური კნოროზოვისა და ჰენრიხ ბერლინის გამოკვლევებმა ახალი ფურცელი გადაშალეს თანამედროვე მაიანისტიკაში. თვლიან, რომ სადღეისოდ ამოცნობილია მაიას იეროგლიფების 80%-ზე მეტი, ხოლო არქეოლოგებმა მაიას მატერიალური კულტურის უამრავი, შესანიშნავი ძეგლი აღმოაჩინეს.

ასტრონომია [რედაქტირება]

მაიას ქურუმები უძველესი დროიდან ადევნებდნენ თვალს ციურ სხეულებს. საიდუმლო ცოდნას ვარსკვლავებისა და პლანეტების შესახებ ქურუმები იწერდნენ კოდექსებში, რომლებმაც შემოგვინახეს მაიას კალენდრების რთული სისტემა, რომელიც დაკავშირებული იყო მზის, მთვარისა და პლანეტა ვენერას მოძრაობასთან. მაიამ შექმნა არა მარტო მზის კალენდარი 365 დღით, არამედ უდიდესი სიზუსტით განსაზღვრეს მთვარის თვეც (თანამედროვე გამოთვლებით სულ 23 წამის ცდომილებით). მაგრამ ცხოვებისეულად ყველაზე მნიშვნელოვანი კალენდარი, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე განსაზღვრავდა ადამიანის ბედსა დამ ის თითოეულ ნაბიჯს, მაიას ხალხისათვის იყო ასტროლოგიური, ანუ რიტუალური კალენდარი, რომელიც 260 დღიანი ციკლებისაგან შედგებოდა.
თანამედროვე მონაცემებით ძნელია ამ კალენდრის წარმოშობის ზუსტი განსაზღვრს. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ მას საფუძვლად უდევს საშვილოსნოში ნაყოფის განვითარების პერიოდი – ჩასახვიდან დაბადებამდე. ძველი მაიას წარმომადგენლები, ისევე როგორც თანამედროვე ადამიანები, სარგებლობდნენ ჰოროსკოპებით, რიტუალური კალნდრით განსაზღვრავდნენ ხელსაყრელ დღეებს რაღაც გარკვეული საქმეების წამოსაწყებად. გარდა ამისა, მაიას ქურუმმა ასტრონომებმა შექმნეს რთული კალენდარი, რომელშიც ერთდროულად გამოიყენებოდა მზის, რიტუალური და პლანეტა ვენერას ციკლები. მის მიხედვით, ქურუმები განსაზღვრავდნენ ომების და მსხვერპლშეწირვების დროს. ეს დიდი კალენდარი შედგებოდა 104 წლისგან, ვენერას მოძრაობის 65 პერიოდისა და ადამიანის ნაყოფის მომწიფების 146 პერიოდისაგან. მის მიხედვით, ყოველი 173,3 დღის შემდეგ, შეიძლებოდა მოსალოდნელი მზისა თუ მთვარის დაბნელების წინასწარმეტყველება, რაც უბრალო ხალხზე მაგიურ შთაბეჭდილებას ახდენდა.
ძველი მაიას ქურუმები დარწმინებულნი იყვნენ, რომ მათ იცოდნენ სამყაროს გაჩენის ზუსტი თარიღი (იულიანური კალენდრის მიხედვით ძვ.წ. 3114 წლის 11 აგვისტო), ხოლო მათი კოსმოსული ციკლების თეორიის მიხედვით, 2012 წლის 21 დეკემბერს, ეს სამყარო უნდა დაიღუპოს. თუმცა მაიას ხალხებისთვი რეალური დაღუპვა გაცილებით ადრე – XVI საუკუნეში მოხდა, როცა მათ სანაპიროს ესპანელი კონკისტადორები, მღვდლები და კოლონისტები მოადგნენ.


რელიგია [რედაქტირება]


ახალი წლის რიტუალი
ადამიანებსითვის ტაძრები წარმოადგენდნენ იმ ადგილს, სადაც სრულდებოდა მაიას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალი – ღმერთთან და წინაპრებთან შერწყმა, რასაც “მიწისქვეშეთში მოგზაურობა” ეწოდებოდა. ამგვარი მოგზაურობის შესასრულებლად მმართველი უნდა შესულიყო ეგზალტაციის უმაღლეს სტადიაში, რომლის დროსაც ჰალუცინაციები იწყება. ამის მიღწევა კი შიმშილობითა და სისხლის გამოშვებით შეიძლებოდა. მმართველი თავის სისხლიან წეს-ჩვეულებას ასრულებდა განმარტოებული, პატარა ოთახში, შემდეგ კი სისხლით მოთხვრილი, თეთრი ტანისამოსით გამოჩნდებოდა ტაძრის კიბეების ზედა მოედანზე და იქიდან იწყებდა “ღმერთებთან ასვლას”. თანამედროვე ადამიანისთვის სისხლის გამოშვების პრაქტიკა საშინელება და ველურობაა, მაგრამ მაიას ხალხებისთვის ეს აუცილებლობას წარმოადგენდა. მათ სწამდათ, რომ სამყაროშიმიმოფანტულია საშინელი და ბოროტი ძალები, რომელთა შეკავებაც მხოლოდ გარკვეული რიტუალების შესრულებით შეიძლება. ვარსკვლავებისა და პლანეტების მოძრაობას ისინი ღმერთების ნებას მიაწერდნენ. მზის დაბნელება, მაგალითად, მათ მიერ აღიქმებოდა როგორც ღვთაების გარდაცვალების რაღაც ფორმა, რის შედეგადაც მზე სამუდამოდ შეიძლებოდა გამქრალიყო. დილის ვარსკვლავის (ასეთად მათ ვენერა მიაჩნდათ) პირველი გამოჩენა ცაზე ხანგრძლივი დროის შემდეგ, მათთვის მოახლობული ომის ნიშანი იყო. მიუსადაგებდნენ რა სისხლის გამოშვების ცერემონიას რომელიმე ციურ მოვლენას, მაიას მმართველები ცდილობდნენ როგორმე ზეგავლენა მოეხდინათ მოსალოდნელ მოვლენებზე და სწამდათ, რომ ამაზე იყო დამოკიდებული სამყაროს ბედი.
მაისა ხალხების აზრით, საიდუმლო კავშირი ცოცხალ ადამიანებსა და ღმერთებსა და წინაპრებს შორის მყარდებოდა რიტუალური აქტების დროს, რომლებსაც ადამიანებიათვის უნდა მიეცათ ცოცხალი სამყაროდან სულების სამყაროში გასვლის საშუალება. ამ ხალხების წარმომადგენლებს სპეციალურად მიყავდათ თავისი თავი იმ მდგომარეობამდე, როცა დაბინდულ გონებაში ჩნდებოდა რაღაც მოჩვენებები, რაც ნიშნავდა სხვა სამყაროში გადასვლას. ამგვარი რიტუალების ჩატარების მიზეზები კი ბლომად იყო: დაბადება თუ გარდაცვალებასიმინდის თესვა თუ მმართველის ტახტზე ასვლა – ყველაფერი ითხოვდა სისხლის გამოშვებას, ე.ი. ღმერთებისათვის იმ ყველაზე ძვირფასის მხვერპლად შეწირვას, რაც კი მათ გააჩნდათ.
აღმოჩენილია ქვისგან გამოთლილი ადამიანის პატარა ფიგურა, რომელიც სისხლის გამოშვების წესს ასრულებს. თავსაბურავი, სამკაულები, ტეძოებზე შემოხვეული ნაჭერი, ყოველივე ეს მიუთითებდა, რომ ის დანაშაულიათვის ცოდვებს ინანიებდა. იხვრეტდა რა გენიტალიებს (ზოგჯერ იხვრეტდნენ ენას ან ყურებს), იგი ელოდებოდა, ვიდრე სისხლით არ შეიღებებოდა ხისგან დამზადებული ქაღალდი. როცა ქაღალდი სისხლით შეიღებებოდა, მას წვავდნენ და იქიდან გამოსული კვამლი, რომელიც მაღლა, ცისკენ მიემართებოდა, წარმოადგენდა ღმერთების სარჩოს.
მაისა ხალხები სამყარო უყურებდნენ ერთდროულად აღტაცებიტაც და შიშითაც. მათი წარმოდგენებით, კოსმოსი სამი დონისგან შედგებოდა: ზედა, ციური დონის, შუათანა, მიწიერი სამყაროსა და ქვესკნელისგან, სადაც მიცვალებულები ცხოვრობდნენ. სამყაროს წესრიგი შენარჩუნებული იყო იმ კეთილი ურთიერთობებით, რომლებიც ღმერტებსა და ადამიანებს შორის არსებობდა. ღმერტები მაიას ხალხებს აძლევდნენ საკვებს, შთამომავლობას, მზის ინათლეს, წვიმა და სხვა ცხოვრებისეულ სიკეთეებს აღიარების, პატივისცემისა და თაყვანისცემის სანაცვლოდ.

გართობა [რედაქტირება]

ჩვენამდე მოაღწია მაიას ერთ-ერთმა გასართობმა – ბურთით თამაშმა. სპეციალურ ქვის მოედნებზე შეჯიბრის მონაწილენი წარმოადგენდნენ მითოლოგიურ სიუჟეტს გმირი ტყუპი ძმების შესახებ, რომლებიც მიწისქვეშ, ღმერთებს ბურთშ ეთამაშებოდნენ. და ზუსტად ისევე, როგორც მითოლოგიურ თქმულებაში, სადაც საუბარი იყო სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არჩევანის შესახებ, რეალურ შეჯიბრებაში დამარცხებულ მსხვრეპლად სწირავდნენ ან სასიკვდილოდ სცემდნენ მძიმე ბურთით, ან თავს კვეთდნენ. ზოგჯერ დამარცხებულს უბრალოდ შეკოჭავდნენ და აკეთებდნენ რა მისგან ერთგვარ ცოცხალ ბურთს, დააგორებდნენ ტაძრის კიბეებზე ან სიკვდილამდე არბენინებდნენ მოედანზე.

მაიას ქალაქების აღმოჩენა [რედაქტირება]

XVIII საუკუნის მიწურულიდან კვლავ იწყება მაიას ცივილიზაციით დაინტერესება და ბევრ რამეს ნათელი ეფინება. მაიას წარსულის პირველი მკვლევარი იყო ესპანეთის არმიის კაპიტანი ანტონიე დელ რიო, რომელმაც აღმოაჩინა მაიას ქალაქი პალენკე დიდებული პირამიდებითა და სასახლეებით. 20 წლის შემდეგ, მას მიყვა ესპანელთა სამსახურში მყოფი ჰოლანდიელი გილერმო დიუპე, რომელმაც ესპანეთის მეფე კარლოს IV-გან მიიღო დავალება შეესწავლა მექსიკის სიძველეები. შემდეგ დიუპეს საქმე გააგრძელა გვატემალის გუბერნატორმა ხუან გალინდომ დაა ბოლოს სტეფენსმა და კაზერვუდმა. მათი ექსპედიციების შემდეგ, მაიას ცივილიზაციის შესახებ ყველა ალაპარაკდა. 1885 წელს, ამერიკის ანტიკვარულმა საზოგადოებამ და ჰარვარდში პიბოდის მუზეუმმა იუკატანზე გააგზავნეს სპეციალური ექსპედიცია ახალგაზრდა მეცნიერის – ედვარდ გ. ტომსონის ხელმძღვანელობით, რომელიც 40 წლის მანძილზე იკვლევდა მაიას ცივილიზაციას. მაგრამ მაიას ისტორიის გასაღები ნაპოვნ იქნა მას შემდეგ, რაც კიჩეს ტომის ინდილემა, რომელმაც იცოდა ძველი დამწერლობა, ლათინური შრიფტით ჩაიწერა კიჩეს ხალხის წმინდა წიგნი “პოპოლ-ვუხი” (“ხალხის წიგნი” – მითებისა და ლეგენდების კრებული). სამწუხაროდ, ორიგინალი დაიკარგა და ემორჩა მხოლოდ ამ წიგნის ლათინურიტრანსკრიპცია.

მაიას ქალაქების სია [რედაქტირება]

არსებობს ასობით მაიას ქალაქი და ათასობით მცირე დასახლებები, მათში ყველაზე მნიშვნელოვნებია:

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • Braswell, Geoffrey E. (2003). The Maya and Teotihuacan: Reinterpreting Early Classic Interaction. Austin, Texas: University of Texas Press. ISBN 0-292-70914-5OCLC 49936017. 
  • Christie, Jessica Joyce (2003). Maya Palaces and Elite Residences: An Interdisciplinary Approach. Austin, Texas: University of Texas Press. ISBN 0-292-71244-8OCLC 50630511. 
  • Demarest, Arthur Andrew (2004). Ancient Maya: The Rise and Fall of a Rainforest Civilization. Cambridge, England; New York: Cambridge University Press. ISBN 0-521-59224-0OCLC 51438896. 
  • Demarest, Arthur Andrew, Prudence M. Rice, and Don Stephen Rice (2004). The Terminal Classic in the Maya Lowlands: Collapse, Transition, and Transformation. Boulder, Colorado: University Press of Colorado. ISBN 0-87081-739-6OCLC 52311867. 
  • Garber, James (2004). The Ancient Maya of the Belize Valley: Half a Century of Archaeological Research. Gainesville, Florida: University Press of Florida. ISBN 0-8130-2685-7OCLC 52334723. 
  • William F. Hanks, Converting Words: Maya in the Age of the Cross (Berkeley, University of California Press, 2010) (The Anthropology of Christianity).
  • Herring, Adam (2005). Art and Writing in the Maya cities, AD 600-800: A Poetics of Line. Cambridge, England; New York: Cambridge University Press. ISBN 0-521-84246-8OCLC 56834579. 
  • Lohse, Jon C. and Fred Valdez (2004). Ancient Maya Commoners. Austin, Texas: University of Texas Press. ISBN 0-292-70571-9OCLC 54529926. 
  • Lucero, Lisa Joyce (2006). Water and Ritual: The Rise and Fall of Classic Maya Rulers. Austin, Texas: University of Texas Press. ISBN 0-292-70999-4OCLC 61731425. 
  • McKillop, Heather Irene (2005). In Search of Maya Sea Traders. College Station, Texas: Texas A & M University Press. ISBN 1-58544-389-1OCLC 55145823. 
  • McKillop, Heather Irene (2002). Salt: White Gold of the Ancient Maya. Gainesville, Florida: University Press of Florida. ISBN 0-8130-2511-7OCLC 48893025. 
  • McNeil, Cameron L. (2006). Chocolate in Mesoamerica: A Cultural History of Cacao. Gainesville, Florida: University Press of Florida. ISBN 0-8130-2953-8OCLC 63245604. 
  • Rice, Prudence M. (2004). Maya Political Science: Time, Astronomy, and the Cosmos, 1st, Austin, Texas: University of Texas Press. ISBN 0-292-70261-2OCLC 54753496. 
  • Sharer, Robert J. and Loa P. Traxler (2006). The ancient Maya, 6th, Stanford, California: Stanford University Press. ISBN 0-8047-4816-0OCLC 57577446. 
  • Tiesler, Vera and Andrea Cucina (2006). Janaab' Pakal of Palenque: Reconstructing the Life and Death of a Maya Ruler. Tucson, Arizona: University of Arizona Press. ISBN 0-8165-2510-2OCLC 62593473. 
  • Painted Metaphors: Pottery and Politics of the Ancient MayaUniversity of Pennsylvania Almanac. University of Pennsylvania (4/7/2009). წაკითხვის თარიღი: 2009-06-17.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება] +ვიდეო (ბუნებაზე)

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: