Monday, November 5, 2012

ყველაზე აქტუალური თემა:სამყაროს აღსასრული


ნუთუ დაგავიწყდათ, რომ ამ წელს მთავრდება მაიას კალენდარი და გველოდება საშინელი აღსასრული? აპოკალიფსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიზეზია პლანეტა ნიბირუ, რომელიც დედამიწას უნდა დაეჯახოს. ზოგჯერ მას პლანეტა X-ში ურევენ.
NASA-ს უკვე ძალიან მობეზრდა, რომ უფოლოგები, პანიკიორები, ტროლები, ცხელ-ცხელის მოყვარულები და უბრალო სპამერებიც კი მის მეცნიერებს აცხადებენ წყაროდ და ამიტომაც გააკეთა განცხადება, რომ ოახლოეს მომავალში დედამიწას არ ელოდება განადგურება ზემოთ ხსენებული ობიექტებისაგან. უფრო მკაცრად რომ ვთქვათ ასეთი ობიექტები არ არსებობენ.
სიგიჟის ეს ისტორია იქიდან დაიწყო, რომ 1976 წელს ზაქარია სიტჩინმა გამოაქვეყნდა წიგნი “მეთორმეტე პლანეტა”, რომელშიც განათავსა შუმერული ტექსტის თავისი თარგმანი, რომელშიც თითქოს ნახსენებია პლანეტა ნიბირუ, რომელიც მზეს ყოველ 3 600 წელიწადში ერთხელ უახლოვდება. რამოდენიმე წლის შემდეგ თვითმარქვია მედიუმმა ნენსი ლიდერმა განაცხადა, რომ ის კონტაქტში შევიდა უცხოპლანეტელებთან, რომლებმაც ის გააფრთხილეს, რომ პლანეტა დედამიწას 2003 წელს შეეჯახებოდა. როცა ეს არ მოხდა აპოკალიფსის თარიღი 2012 წლამდე გადაწიეს – რომელიც მაიას კალენდარის თანახმად დიდი პერიოდის დასასრულია.
შემდეგ უკვე 210 წელს, ასტრონომებმა აღმოაჩინეს ელენინის კომეტა (C/2010 X1) რის შემდეგაც უფოლოგებმა თქვეს, რომ ესაა ზუსტად ის დამღუპველი პლანეტა. კომეტა თუ პლანეტა – რა მნიშვნელობა აქვს ! იმის მაგივრად, რომ დედამიწას დაჯახებოდა ეს ობიექტი ზედმეტად მიუახლოვდა მზეს და გაიხლიჩა რამოდენიმე ფრაგმენტად.
თუმცა უფოლოგები არ დანებდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა გამოთხარა Astrophysical Journal Letters-ის 1984 წლის ჟურნალებში სტატია სადაც საუბარი იყო რამოდენიმე ინფრაწითელი გამოსხივების წყაროზე, რომლებსაც არა აქვთ ანალოგი. მსგავსი შრომები ფართოდ არის გავრცელებული ასტრონომიაში, რომელსაც უფრო დეტალური გამოკვლევები მოყვება ხოლმე. რა თქმა უნდა მოგვიანებით გაირკვა, რომ უმრავლესობა ამ ობიექტებს შორის იყო შორეული გალაქტიკები და არა პლანეტები.
თვით ფაქტი, რომ პლანეტა იმდენად ექსცენტრიული ორბიტით შეიძლება არსებობდეს ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს. ის მზის სისტემის სერიოზულ დესტაბილიზაციას გამოიწვევდა და მიიღებდა საპასუხო დარყმასაც სხვა პლანეტებისგან, რაც შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.
ყველაზე მარტივი და გადამოწმებადი მოსაზრება ამისთანა პლანეტის არსებობის უარსაყოფად იმაში მდგომარეოს, რომ ობიექტი რომელიც 2012 წლის ბოლოსკენ უნდა დაეჯახოს დედამიწას, უკვე გამოჩნდებოდა შეუარაღებელი თავალითაც. მარტივი გამოთვლებიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ის უკვე უნდა გამოჩენილიყო აპრილში უფრო კაშკაშად ვიდრე ჩვეულებრივი ვარსკვლავები რომლის დანახვაც ქალაქის ციდან არის შესაძლებელი და უნდა ყოფილიყო ისეთივე კაშკაშა როგორც მარსი მის ყველაზე მქრალ ფაზაში.
უფოლოგები ამბობენ, რომ პლანეტა უკვე დიდი ხანია რაც ჩანს, უბრალოდ ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა აკრძალული, რათა არ მოხდეს პანიკა. თუმცა ძნელია ასობით ათასი ასტრონომის გაჩუმება. ასევე პროფესიონალებსაც თითქმის არ აქვთ მთავრობასთან არანაირი დამოკიდებულება გარდა სახელმწიფო უნივერსიტეტებისა. დევით მორისონმა NASA-ს ასტრობიოლოგიის ინსტიტუტიდან აღნიშნა, რომ უმრავლესობა ინფორმაციას იღებს დამოუკიდებელი ასტრონომებისაგან.
ასევე არსებობს უბრალო ხალხიც, რომელთაც შეუძლიათ აიხედონ ცაში.

ანტიკური ბერძნული ცივილიზაცია


ახალი სამარხები ეგვიპტეში


ირინა ცერცვაძის სიუჟეტი ამერიკის ხმიდან.

მაიას კალენდარი

მაიას ტომების უძველესი კალენდრის აღმოჩენა

Thursday, October 4, 2012

ძველი სამოსი ნაწ.3 (ავღნეთი)


1996 წლის სექტემბერში, როცა ქაბულში თალიბანის მმართველობა დამყარდა, რადიო ”შარიათმა” ყველა ავღანელისათვის სავალდებულო თექვსმეტი მითითება გამოაცხადა. ქვეყანაში ახალი ეპოქა იწყებოდა.
ქალებს ეკრძალებათ შილიფად ჩაცმა.
მძღოლებს არ აქვთ უფლება, თავდაუბურავ ან გამომწვევად შემოსილ ქალებს, რომლებიც თანმხლებინათესავი მამაკაცის გარეშე არიან, ტრანსპორტში ასვლის ნებართვა მისცენ. ყველას ვინც ასე მოიქცევა, დააპატიმრებენ. ქუჩაში შემჩნეული თავისუფლად ჩაცმული ქალის ქმარი დაისჯება და მათი სახლი გაიჩხრიკება…
ქალებს დამატებით სპეციალურად მოდური ტანისამოსით, მაკიაჟით, ჩადრის გარეშე სიარული სასტიკად ეკრძალებათ. მათ არ უნდა მიიქციონ სხვა ადამიანების ყურადღება. თავიდან უნდა აიცილონ საშიშროება იმისა, რომ ვიღაცამ ”ცუდი თვალით” შეხედოს. ურჩ ქალებს შარიათის კანონების მიხედვით დასჯიან და შეაჩვენებენ. მათთვის ყველა გზა ზეციური სასუფევლისკენ მოჭრილი იქნება!
კანონის დამრღვეევების საქმიანობას რელიგიური პოლიცია გამოიკვლევს, რომელთაც აღნიშნულის აღმოსაფხვრელად ყველანაირი ზომის გამოყენების უფლება აქვთ მინიჭებული.


მოდით, ვისაუბროთ ქართველ მუსლიმ ქალებზე…რას ფიქრობენ ისინი?მართლა ისეთი დაჩაგრულები არიან როგორც წარმოგვიდგენია? და საერთოდ…რა აზრისა არიან ყოველივესთან დაკავშირებით…
ერთერთი მათგანი ამბობს :,,ზოგიერთი ვერ იკავებს თავს და გისვამს საკმაოდ უხერხულ შეკითხვას, მაგრამ ეს მხოლოდ იმ ადმიანებისგან მოდის, ვისაც რწმენის არაფერი გაეგებათ. მეორეს მხრივ, მუსლიმანი ქალი სხვა ქალებისგან განსხვავებით დღევანდელ პერიოდში უფრო მეტად დაცულია, მას უფრო მეტად აღიქვამენ ქალად. დღევანდელ მსოფლიოში ხომ ყველა ცდილობს შეეწინაღმდეგოს ბუნებას და “დაამტკიცოს”, რომ ქალი და კაცი არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან, შინაგანად კი ყველამ კარგად იცის, რომ ეს ასე არ არის. მუსლიმან ქალს ღმერთის სამსახური უნარჩუნებს იმ სახეს, რაც მას ღმერთმა მიანიჭა, მასში სჭარბობს ქალური თვისებები, არ მოდის დისჰარმონიულობაში ბუნებასთან, ის თავისი არსებით არის ის ვინც სინამდვილეშია. რწმენით გაჯერებულ ქალს უკეთესად შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება. ის არ არის მატერიალისტი, მასში უფრო მეტი სულიერებაა, მისგან მოდის ის დადებითი მუხტი, რომლის ასეთი საჭიროებაც არსებობს დღეს. მას შესწევს უნარი აღზარდოს პატიოსანი, რწმენით გაჯერებული შვილები, უფრო მეტად შეუძლია თავი მიუძღვანს ოჯახს. მუსლიმ ქალს შეუძლია დაამტკიცოს, რომ XXI საუკუნეშიც შესაძლებელია იცხოვრო ისე, რომ გქონდეს შენი ფასეულობები და არ აკეთო ის, რასაც სხვა ყველა აკეთებს. ის სიწმინდის, პატიოსნების, თავმდაბლობის, ქალურობის განსახიერებაა. მას არ სჭირდება თავის დაცვა, იმიტომ რომ მას რწმენა იცავს .“